სიახლეები

საქართველოს ნაკრები მოსამზადებელი შეკრება იტალია

გაუზიარე

 საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22-27 ნოემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ზაურ სვანაძის გუნდი უკვე იტალიაშია, სადაც ოფიციალური მატჩების წინ შეკრებას გაივლის.



იტალიაში ქართველი ფეხბურთელები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ, 22 ნოემბრიდან კი საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. 22 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსის ქალაქ პარალიმნიში დანიას გაეჯიბრება, 24 ნოემბერს ფამაგუსტაში მასპინძლებს დაუპირისპირდება, 27 ნოემბერს კი ლარნაკაში ჩეხეთთან მატჩით დაასრულებს შესარჩევ ტურნირს.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:



მეკარეები: ამირან კოტრიკაძე (”გაგრა”), გიორგი მაკარიძე (”დინამო თბილისი”)



მცველები: ლევან კაკუბავა (”დინამო თბილისი”), გიორგი კაჭკაჭიშვილი (”დინამო თბილისი”), გიორგი გეთიაშვილი (”დინამო თბილისი”), ილია გამრეკლიძე (”ვიტ ჯორჯია”), გიორგი სარაჯიშვილი (”ოლიმპი”), დათა რიგვავა (”ანორთოსისი”, კვიპროსი)



ნახევარმცველები: ირაკლი კვეკვესკირი (მოსკოვის ”დინამო”, რუსეთი), გიორგი სალარიძე (”რიმინი”, იტალია), თორნიკე თარხნიშვილი (”სპარტაკი”), თემურ შონია (”სპარტაკი”), ნიკა ჯიშკარიანი (”დინამო თბილისი”), ირაკლი ხუციძე (”ამერი”)



თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”, იტალია), ზვიად ქანთარია (”დინამო თბილისი”), ზაქარია ბეგლარიშვილი (”აიაქსი”, ჰოლანდია), მიხეილ ხოკერაშვილი (”გაგრა”)