სიახლეები

ამხანაგური მატჩი ტოსკანას ნაკრები (იტალია) 0:2 ს

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22-27 ნოემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ზაურ სვანაძის გუნდი იტალიაში ემზადება ოფიციალური მატჩებისთვის, გუშინ კი პირველი ამხანაგური შეხვედრაც მოიგო.



ქართველი 19-წლამდელები ტოსკანის მხარის ახალგაზრდულ ნაკრებს გაეჯიბრნენ და 2:0 გაიმარჯვეს. ზაურ სვანაძის გუნდმა ორივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გაიტანა: 68-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, 84-ე წუთზე კი ირაკლი შეყილაძემ მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი.



17 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - ჩვენი გუნდი ”ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდს გაეჯიბრება.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ტოსკანის მხარის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში: გ.მაკარიძე, დ.რიგვავა (ზ.ქანთარია 62), გ.კაჭკაჭიშვილი, გ.გეთიაშვილი, გ.სალარიძე, გ.სარაჯიშვილი (ი.გამრეკლიძე 74), თ.შონია, თ.თარხნიშვილი (კაპ), ნ.ჯიშკარიანი (ი.კვეკვესკირი 60), ზ.ბეგლარიშვილი (ი.ხუციძე 70), ი.შეყილაძე