სიახლეები

U19: ამხანაგური მატჩი “ემპოლი” (იტალია) 0:1 საქა

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 22-27 ნოემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ზაურ სვანაძის გუნდი იტალიაში ემზადება ოფიციალური მატჩებისთვის, გუშინ კი მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო.



ქართველი 19-წლამდელები საფეხბურთი კლუბ ”ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდს გაეჯიბრნენ და 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა - თემურ შონიამ ზვიად ქანთარიას პასის შემდეგ გაიტანა. საგოლე კომბინაცია ირაკლი შეყილაძემ დაიწყო, რომელიც სწორედ ”ემპოლის” ფეხბურთელი გახლავთ.



ზაურ სვანაძის გუნდი კვიპროსში ხვალ, 19 ნოემბერს გაემგზავრება, 22 ნოემბერს კი ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ შეხვედრას ჩაატარებს - დანიის ნაკრებს შეხვდება.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ”ემპოლის” ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში: გ.მაკარიძე, გ.სარაჯიშვილი (დ.რიგვავა 60), კაკუბავა, გ.გეთიაშვილი, გ.სალარიძე, ი.ხუციძე (ი.კვეკვესკირი 55), თ.თარხნიშვილი (კაპ) (გ.კაჭკაჭიშვილი 46), თ.შონია, ნ.ჯიშკარიანი (ი.გამრეკლიძე 46), ზ.ბეგლარიშვილი (ზ.ქანთარია 55), ი.შეყილაძე (მ.ხოკერაშვილი 73)