სიახლეები

ევრო 2009-ის შესარჩევი ტურნირი ჩეხეთი 1:0 საქართ

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს უკანასკნელი, მესამე შეხვედრა ჩაატარა - ზაურ სვანაძის გუნდი ჩეხეთთან 0:1 დამარცხდა და სამწუხაროდ, ელიტ-რაუნდის საგზური ვერ მოიპოვა.



ერთადერთი გოლი, რომელმაც მეტოქეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მისცა, შეხვედრის 70-ე წუთზე გავიდა: იოზეფ შურალმა შეძლო გიორგი მაკარიძის კარის დალაშქვრა.



შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა: შოტლანდიელმა არბიტრმა კალუმ მიურეიმ სამი ქართველი და ოთხი ჩეხი ფეხბურთელი გააფრთხილა.



ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრებმა მასპინძელ კვიპროსს 2:1 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.