საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (1991 წელს და შემდეგ დაბადებულები) გაისად, 9-14 ოქტომბერს ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები მეთორმეტე შესარჩევ ჯგუფში უკრაინის, შვედეთის და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან.
შესარჩევ ტურნირს შვედეთი უმასპინძლებს. 9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები უკრაინას გაეჯიბრება, 11 ოქტომბერს შვედეთს, 14 ოქტომბერს კი მონტენეგროს.
გაუზიარე