სიახლეები

ამხანაგური მატჩი ესტონეთი 0:0 საქართველო

გაუზიარე

გუშინ ესტონეთის ქალაქ რაკვერეში საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ესტონელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩი გელა შეყილაძის შეგირდთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნის საშუალება ქართველ ფეხბურთელებს არაერთხელ ჰქონდათ. სამწუხაროდ ქართველმა ახალგაზრდებმა შეხვედრა ათი ფეხბურთელით დაასრულეს. მეორე ტაიმში მსაჯმა მინდვრიდან გვალია გააძევა.



ამხანაგური მატჩი. 4 აგვისტო, 2009, ესტონეთი, რაკვირე. მაყურებელი 1000

ესტონეთი 0:0 საქართველო

საქართველო: თ.ნიორაძე, გ.კვეკვესკირი, ს.კვირკველია, დ.კუბლაშვილი, დ.პაჭკორია(კაკუშაძე 84), გ.დიასამიძე, ლ.გაგუჩია(გედენიძე 84), პ.ბალაძე(ჭრელაშვილი 86), ნ.ჩიხლაძე(ქურდობაძე 62), ლ.გვალია, ე.კაჭახიძე(წენგუაშვილი 74)

მწვრთნელი: გ.შეყილაძე

გაძევება: ლ.გვალია