სიახლეები

შეკრება შვეიცარიაში საქართველოს ნაკრები

გაუზიარე

2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მასპინძელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გელა შეყილაძის გუნდი შვეიცარიაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა.



ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის შუაგულში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: თორნიკე ნიორაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), კახა მეშველიანი (”ზესტაფონი”)

მცველები: სოლომონ კვირკველია (თ.სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო აკადემია), თორნიკე კაკუშაძე (ზუგდიდის ”ბაია”), ავთანდილ ბრაჭული (”დუშეთი”), ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდის ”ბაია”), დავით კუბლაშვილი (თბილისის ”ოლიმპიკი”), დიმიტრი პაჭკორია (ზუგდიდის ”ბაია”)

ნახევარმცველები: გიორგი დიასამიძე (”ესპერანსა”, პორტუგალია), ავთანდილ ებრალიძე (”ხეტაფე”, ესპანეთი), პაატა ბალაძე (”მოსკვა”, რუსეთი), ალექსანდრე ივანიშვილი (”საჩხერე”), ერეკლე კაჭახიძე (თბილისის ”ლოკომოტივი”), ლევან ელიზბარაშვილი (”ნორჩი დინამო”), ლუკა გუგუჩია (ზუგდიდის ”ბაია”)

თავდამსხმელები: ზურაბ ქურდობაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ლაშა ჩაფიძე (”ნორჩი დინამო”), ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”, იტალია)



შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აგვისტოს დასაწყისში ესტონეთსა და ბელარუსში გაიარა საწვრთნელი შეკრებები: ბალტიისპირეთში გელა შეყილაძის გუნდმა ერთი მატჩი ფრედ დაასრულა, ერთიც წააგო, ბელარუსში კი ერთი მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.