სიახლეები

ევრო 2010: შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრები

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 9-14 ოქტომბერს შვედეთში, ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს, ხვალიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით კი ოფიციალური მატჩებისთვის ავსტრიის ქალაქ ბად-ბლეიბერგში მოემზადება.



1 და 5 ოქტომბერს ქართველი 19-წლამდელები კერნტენის მხარის ნაკრებს ორჯერ გაეჯიბრებიან, 9 ოქტომბრიდან კი საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან: ქალაქ ტროლჰეტენში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 11 ოქტომბერს იქვე გაეჯიბრებიან მასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ლიუნგსკილეში მონტენეგროს 19-წლამდელთა ნაკრებთან მატჩით დაასრულებენ ტურნირს.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ დღეს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ავსტრია-შვედეთში დაიცავენ გუნდის ღირსებას:



მეკარეები: თორნიკე ნიორაძე (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა), კახა მეშველიანი (”ზესტაფონი”)

მცველები: თორნიკე კაკუშაძე (ზუგდიდის ”ბაია”), ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდის ”ბაია”), დავით კუბლაშვილი (თბილისის ”ოლიმპი”), სოლომონ კვირკველია (თ.სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია), ავთანდილ ბრაჭული (”დუშეთი”), მამუკა კობახიძე (”ზესტაფონი”)

ნახევარმცველები: ლევან ელიზბარაშვილი (თბილისის ”ნორჩი დინამო”), ნიკა ძალამიძე (ზუგდიდის ”ბაია”), ერეკლე კაჭახიძე (თბილისის ”ლოკომოტივი”), პაატა ბალაძე (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), გიორგი ჩელებაძე (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა), ლუკა გუგუჩია (ზუგდიდის ”ბაია”), ჯანო ანანიძე (მოსკოვის ”სპარტაკი”, რუსეთი)

თავდამსხმელები: ზურაბ ქურდობაძე (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა), ლაშა ჩაფიძე (მოსკოვის ”ლოკომოტივი”, რუსეთი), ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”, იტალია)