სიახლეები

შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიადა ჰერბერტ ცან

გაუზიარე

2-8 ივლისს თურქეთში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიადა ჩატარდება, რომლის საფეხბურთო ტურნირში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს. ჩვენი გუნდი თურქეთში 1991 წელს დაბადებული ყმაწვილებით იასპარეზებს.



ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირში 11 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 1990 წელს დაბადებული ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული:



ა ჯგუფი: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა

ბ ჯგუფი: უკრაინა, რუმინეთი, საბერძნეთი

ც ჯგუფი: თურქეთი, საქართველო, ალბანეთი



ნახევარფინალებში ჯგუფების გამარჯვებულები და ა ჯგუფის მეორეადგილოსანი იასპარეზებენ. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 3 ივლისს მასპინძლებს დაუპირისპირდება, 5 ივლისს კი ალბანელებს გაეჯიბრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართველი ყმაწვილები 6 ივლისს ქალაქ კირესუნში ბ ჯგუფის გამარჯვებულს შეხვედებიან, ფინალი კი, ისევე როგორც მესამე ადგილისთვის მატჩი, 7 ივლისს ტრაბზონში გაიმართება.



”ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებმაც სლოვენია-ავსტრიაში ორიოდ თვის წინ საერთაშორისო ტურნირზე კარგად წარმოაჩინეს შესაძლებლობები და ვიმედოვნებ, არც თურქეთში შეირცხვენენ თავს. ნაკრების საბოლოო შემადგენლობა თბილისური შეკრების შემდეგ დასახელდება,” - ჰერბერტ ცანკერი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამგზავრებამდე ცანკერის გუნდმა თბილისში ერთკვირიანი შეკრება გაიარა და ორი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა: ”მერანთან” ფრედ 1:1 ითამაშა, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდი კი 3:2 დაამარცხა.



ჰერბერტ ცანკერმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიურ თამაშებზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:



მეკარეები: თორნიკე ნიჟარაძე (”დინამოს” აკადემია), გიორგი შარიქაძე (”დინამოს” აკადემია)



მცველები: ბაქარ მირცხულავა (ქუთაისის ”ტორპედო”), ერნესტ ახალბედაშვილი (”დინამოს” აკადემია), ალექსი ქაშაკაშვილი (თ.სულაქველიძის აკადემია), თორნიკე კაკუშაძე (”დინამოს” აკადემია)



ნახევარმცველები: დათო რიგვავა (”ოლიმპის” აკადემია), დათო მეგრელიშვილი (”ოლიმპის” აკადემია), ნიკა შონია (”ოლიმპის” აკადემია), გიგა მელიქიშვილი (თელავის ”კახეთი”), მერაბ მამულაძე (ბათუმის ”დინამო”), ლუკა გუგუჩია (”ოლიმპის” აკადემია), დათო ლორთქიფანიძე (”ოლიმპის” აკადემია), ნიკა ძალამიძე (ზუგდიდის ”ბაია”)



თავდამსხმელები: ერეკლე კაჭახიძე (თბილისის ”ლოკომოტივი”), ირაკლი შეყილაძე (ზუგდიდის ”ბაია”), ოთო მეუნარგია (”დინამოს” აკადემია), დათო ვაშაკიძე (”ოლიმპის” აკადემია), ზურაბ ხურციძე (ქუთაისის ”ტორპედო”)