სიახლეები

შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიადა თურქეთი U18

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიურ თამაშებში პირველი შეხვედრა ჩაატარა თურქეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან და 3:5 დამარცხდა. შეხვედრას ”ავნი აქერის” სტადიონმა უმასპინძლა.



თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი ჭაბუკების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთი წლით უფროს მეტოქეს სამჯერ დააწყებინეს ცენტრიდან თამაში.



ზეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ალბანეთს გაეჯიბრება. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა.



შავი ზღვის აუზის ქვეყნების პირველი ოლიმპიური თამაშები. 3 ივლისი, 2007. თურქეთი, ტრაბზონი, ”ავნი აქერი”

თურქეთი U18 5:3 საქართველო U17

გოლები: ზ.ხურციძე (3)

საქართველო: თ.ნიორაძე, დ.რიგვავა (დ.ლორთქიფანიძე 55), ა.ქაშაკაშვილი (ო.მეუნარგია 66), ბ.მირცხულავა, ე.ახალბედაშვილი, ლ.გუგუჩია, გ.მელიქიშვილი (ნ.შონია 58), ი.შეყილაძე, ზ.ხურციძე, თ.კაკუშაძე, ე.კაჭახიძე (ნ.ძალამიძე 46)

მსაჯი: კ.აუგუსტუსი (საბერძნეთი)