დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიურ თამაშებში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ალბანეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან და 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრას ”ავნი აქერის” სტადიონმა უმასპინძლა.
ამ გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო - ალბანელები გუშინ ამავე ანგარიშით დამარცხდნენ მასპინძლებთან.
შავი ზღვის აუზის ქვეყნების პირველი ოლიმპიური თამაშები. 5 ივლისი, 2007. თურქეთი, ტრაბზონი, ”ავნი აქერი”
ალბანეთი U18 0:2 საქართველო U17
გოლები: ე.ახალბედაშვილი, ზ.ხურციძე
საქართველო: თ.ნიორაძე, დ.რიგვავა, ა.ქაშაკაშვილი, ბ.მირცხულავა, ე.ახალბედაშვილი, მ.მამულაძე (ლ.გუგუჩია 68), ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე (ე.კაჭახიძე 82), ზ.ხურციძე (ო.მეუნარგია 60), ნ.შონია (გ.მელიქიშვილი 41), დ.მეგრელიშვილი
მსაჯი: კ.სერგეი (თურქეთი)
გაუზიარე