საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები წლეულს სექტემბერში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის თამაშებს ბულგარეთში ჩაატარებს: ჰერბერტ ცანკერის გუნდი მასპინძელ, ხორვატ და უნგრელ თანატოლებს გაეჯიბრება.
დღეს შესარჩევი ეტაპის განრიგი გაცხადდა:
24 სექტემბერი: ხორვატია-საქართველო, ბულგარეთი-უნგრეთი
26 სექტემბერი: უნგრეთი-საქართველო, ბულგარეთი ხორვატია
29 სექტემბერი: ბულგარეთი-საქართველო, ხორვატია-უნგრეთი
თამაშები საკურორტო ქალაქებში ალბენასა და კავანაში გაიმართება, ხოლო ყველა მონაწილე ალბენაში დაბინავდება.
ელიტ-რაუნდის საგზურს ამ ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. მომდევნო ეტაპის თამაშები გაისად გაზაფხულზე ჩატარდება, ხოლო ზაფხულში - კონტინენტის ჩემპიონატი.
გაუზიარე