სიახლეები

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩები პორტუგალი

გაუზიარე

24-29 სექტემბერს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები (1991 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბულგარეთის, ხორვატიის, და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.



შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები 2007 წლის იანვრიდან ემზადება და ამ პერიოდში უკვე მიიღო მონაწილეობა პორტუგალიის, იტალიის და თურქეთის საერთაშორისო ტურნირებში.



გუშინ წარმატებით დასრულდა საქართველოს და პორტუგალიის ფედერაციებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს 17 წლამდე ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნის 17 წლამდე ნაკრებთან 18 და 20 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.



გუნდი თბილისიდან ლისაბონში 16 სექტემბერს გაემგზავრება 21 სექტემბერს კი პორტუგალიიდან ბულგარეთში გადაბარგდება. შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 24 სექტემბერს ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.