24 სექტემბერს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ტურნირითვის უკეთ მომზადების მიზნით ჰერბერტ ცანკერის გუნდს უკვე აქვს დაგეგმილი 18 და 20 სექტემბერს ამხანაგური მატჩები პორტუგალიაში. გარდა ამ თამაშებისა ჩვენი ნაკრები მონაწილეობას ლიტვაში ჩასატარებელ პალანგის საერთაშორისო ტურნირშიც მიიღებს.
ბალტიისპირეთში ტურნირი 18 აგვისტოს გაიხსნება. მასში 7 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში აზერბაიჯანელ, ლატვიელ და რუს თანატოლებთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას ჩვენი ფეხბურთელები 18 აგვისტოს აზერბაიჯანელებთან გამართავენ, მეორე დღეს მათი მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, ხოლო 21 აგვისტოს კი ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ფეხბურთელები ლატვიელებს დაუპირისპირდებიან.
პირველი ჯგუფი მასპინძლებმა, ირლანდიელებმა და ბელორუსებმა შეადგინეს. ჯგუფებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მეორე ადგილზე გასულები მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ, ხოლო მესამე საფეხურზე დარჩენილები კი საბოლოო ჯამში ტურნირის მეოთხე გუნდის ვინაობას გაარკვევენ.
ლიტვაში ჩვენი ნაკრები 17 აგვისტოს გაემგზავრება.
გაუზიარე