სიახლეები

საერთაშორისო ტურნირი პალანგაში აზერბაიჯანი 2:0 ს

გაუზიარე

ლატვიის საკურორტო ქალაქ პალანგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ პირველი შეხვედრა ჩაატარა და აზერბაიჯანის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. მეტოქემ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა: მე-15 და 32-ე წუთებზე.



ჰერბერტ ცანკერის გუნდმა პირველ შეხვედრაში სუსტად ითამაშა, რის გამოც აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ - მთელი თამაში მათი კარნახით და უპირატესობით წარიმართა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:



თ.ნიორაძე, დ.მეგრელიშვილი (ზ.ხურციძე 65), ბ.მირცხულავა, ე.ახალბედაშვილი, დ.რიგვავა (კაპ), ლ.გუგუჩია, ი.შეყილაძე, ნ.შონია, გ.ვაშაკიძე, ნ.ძალამიძე (მ.მამულაძე 65), გ.მელიქიშვილი (ჯ.ანანიძე 50)



მეორე ნახევარში მსაჯმა მეგრელიშვილი და ახალბედაშვილი გააფრთხილა. შეხვედრა პალანგაში, სტადიონ ”კრეიტინგოსზე” შედგა.



ხვალ, 19 აგვისტოს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთის გუნდს გაეჯიბრება ხოლო ზეგ, 21 აგვისტოს, ჰერბერტ ცანკერის გუნდის მეტოქე ლატვია იქნება.