ლატვიის საკურორტო ქალაქ პალანგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს მეორე შეხვედრა ჩაატარა და რუსეთის ნაკრებთან 0:4 განადგურდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
თ.ნიორაძე, დ.მეგრელიშვილი (დ.ვაშაკიძე 35), ბ.მირცხულავა, ე.ახალბედაშვილი, დ.რიგვავა (კაპ), ლ.გუგუჩია, ი.შეყილაძე, ნ.შონია, გ.ვაშაკიძე, ნ.ძალამიძე, ჯ.ანანიძე
მსაჯმა ორი გაფრთხილების გამო 70-ე წუთზე ჯამბულო ანანიძეს მინდორი დაატოვებინა. შეხვედრა კვლავ სტადიონ ”კრეიტინგოსზე” შედგა.
ზეგ, 21 აგვისტოს, ჰერბერტ ცანკერის გუნდი ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში ლატვიელ თანატოლებს გაეჯიბრება.
გაუზიარე