ლატვიის საკურორტო ქალაქ პალანგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა და მასპინძელთა გუნდი 2:1 დაამარცხა.
ჰერბერტ ცანკერის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის მატჩში ზეგ, 23 აგვისტოს ლიტვის 17-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. პალანგის საერთაშორისო ტურნირის ფინალში, რომელიც ასევე ზეგ შედგება, რუსეთის და ირლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ.
დღევანდელ შეხვედრაში თავდაპირველად ლატვიელი ფეხბურთელები დაწინაურდნენ: მე-15 წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა ჭაბუკებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: მე-60 წუთზე ძალამიძემ გაათანაბრა ანგარიში, 65-ე წუთზე კი შეყილაძემ გამარჯვებისა გაიტანა.
წინა შეხვედრაში, რუსეთის ნაკრებთან მატჩში გაძევებულმა ჯამბულო ანანიძემ დღევანდელი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მას ლიტვის ნაკრებთან თამაშის უფლება აქვს.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელთა წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
დ.მეფარიძე, ა.ქაშაკაშვილი (გ.ვაშაკიძე 41), დ.რიგვავა (კაპ), ბ.მირცხულავა, დ.მეგრელიშვილი, ნ.შონია, გ.მელიქიშვილი, ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე, ლ.გუგუჩია, ზ.ხურციძე
გაუზიარე