სიახლეები

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში დღეს გუნდს კლაუ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეორე დღეა პორტუგალიაშია შეკრებაზე - ჰერბერტ ცანკერის გუნდი 21 სექტემბრიდან ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება, მანამდე კი პორტუგალიაში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.



გერმანელმა სპეციალისტმა გუშინ ერთხელ ავარჯიშა ფეხბურთელები, დღეს კი ორჯერადი ვარჯიშია დაგეგმილი. დღესვე შეუერთდება საქართველოს დელეგაციას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი, რომელიც პორტუგალიაში 17-წლამდელთა ნაკრების ორივე ამხანაგურ მატჩს დაესწრება, შემდეგ კი რუმინეთში გაემგზავრება და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩს დაესწრება მასპინძელთა გუნდის წინააღმდეგ.



ბულგარეთში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ოფიციალურ თამაშებს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თამაშემწე რალფ მინგე და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი პეტარ სეგრტიც დაესწრებიან.



ხვალ, 18 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ქალაქ კარტაშოში პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.