სიახლეები

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩები ბულგარეთშ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებისთვის (1992 წელს დაბადებულები) 2008 წელს კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა: ქართველი ჭაბუკები 15 და 17 აპრილს ბულგარელ თანატოლებს სტუმრად გაეჯიბრებიან.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გაისად, 27-28 მაისს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს რუმინეთში, ხოლო 16 სექტემბერს ლუქსემბურგში მასპინძელთა წინააღმდეგ ითამაშებს.



ცნობისათვის: ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საკვალიფიკაციო ტურნირში, 29 სექტემბერს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთს სტუმრად 5:2 სძლია.