საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გელა შეყილაძე დაინიშნა.
გელა შეყილაძემ 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გერმანელი სპეციალისტი ჰერბერტ ცანკერი შეცვალა. შეყილაძის თანაშემწე ლევან ხომერიკი იქნება, მეკარეთა მწვრთნელი კი ასლან ბალაძე.
გაუზიარე