სიახლეები

ამხანაგური მატჩი ბულგარეთი 0:2 საქართველო

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ ბულგარეთში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და მასპინძელთა ნაკრებს 2:0 სძლია.



მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა: ორი გოლის გარდა, გელა შეყილაძის გაწვრთნილ ფეხბურთელებს მინიმუმ ოთხი ბურთის გატანა შეეძლოთ - გაბაშვილმა ორჯერ ვერ გამოიყენა კარგი შანსი, ძალამიძემ და ჯიშკარიანმა კი თითოჯერ.



35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი გაიტანა: ბუზალაძემ, საჯარიმოში შეჭრის შემდეგ, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 0:1.



55-ე წუთზე გაბაშვილმა ჩინებული პასით კარგ პოზიციაზე გაიყვანა ქართველიშვილი, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.



პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარელ თანატოლებთან 15 აპრილს ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.