საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ივლისის მიწურულს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს აზერბაიჯანში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან.
ჩვენი გუნდის თავკაცმა გელა შეყილაძემ დღეს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ხსენებული თამაშებისთვის ლაგოდეხში 10 ივლისიდან 26 ივლისამდე მოემზადებიან. 26-ში საქართველოს ნაკრები ბაქოში გაემგზავრება, 28 და 30 ივლისს კი მატჩები შედგება. მასპინძელი ქალაქები უახლოეს მომავალში დადგინდება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: გიორგი ნადირაძე, კახა მეშველიანი, გიორგი აზნიაშვილი
მცველები: მინდია ფუტკარაძე, ნიკა აფაქიძე, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ბესო ამაშუკელი, ავთანდილ ბრაჭული, თემურ სანიკიძე, მამუკა კობახიძე
ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე, ლევან ელიზბარაშვილი, ნოშრევან ჯიშკარიანი, გიორგი ხარლამოვი, ზვიად ჭედია, გიორგი კუხიანიძე, ჯანიკო ანანიძე
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე, ლაშა ჩაფიძე, ილია ბუზალაძე, კოტე გაბაშვილი, გიორგი ილურიძე
მოსკოვის ”სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანიკო ანანიძე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ამ 24 ფეხბურთელიდან მწვრთნელი 18 მოთამაშეს შეარჩევს, რომლებიც საქართველოს ღირსებას დაიცავენ აგვისტოში, ლატვიის ქალაქ პალანგაში დაგეგმილ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე.
გაუზიარე