საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მასპინძელ თანატოლებთან და ამჯერად 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანეს - თავი მურად ყურბანოვმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი პაექრობა 28 ივლისს ქართველი ყმაწვილების 3:1 გამარჯვებით დასრულდა.
* * *
ამხანაგური მატჩი. 30 ივლისი, 2008. აზერბაიჯანი, სუმგაითი. 100
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
საქართველო: გ.ნადირაძე, ბ.ამაშუკელი, ნ.აფაქიძე, მ.ფუტკარაძე, თ.ჯიმშელეიშვილი (მ.კობახიძე 47), ლ.ელიზბარაშვილი, ნ.კვეკვესკირი, გ.კუხიანიძე (თ.სანიკიძე 42), კ.გაბაშვილი, ნ.ჯიშკარიანი (ი.ბუზალაძე 42), ლ.ჩაფიძე
მწვრთნელი: გელა შეყილაძე
გაუზიარე