სიახლეები

ევრო 2009-ის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრე

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 22-27 სექტემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს უნგრეთში. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩეხეთის, ბოსნიის და უნგრეთის ნაკრებები არიან.



დღეს გამთენიისას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გაივლის და ორ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს ადგილობრივ კლუბებთან. მატჩები 14 და 18 სექტემბერსაა დაგეგმილი. ჩვენი გუნდი უნგრეთში 19 სექტემბერს გაემგზავრება.



22 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ქალაქ სომბათჰეიში, სტადიონზე ”როჰონჩი”, მასპინძელთა ნაკრებს შეხვდება, 24 სექტემბერს ქალაქ ბუკში, სტადიონზე ”ვაროში”, ჩეხებს გაეჯიბრება, ხოლო 27 სექტემბერს, იქვე, ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრებისთვის ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:



მეკარეები: გიორგი ნადირაძე (”დინამო თბილისი”), არჩილ მაქაცარია (ზუგდიდის ”ბაია”)

მცველები: ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდის ”ბაია”), მინდია ფუტკარაძე (ბათუმის ”დინამო”), ბაქარ მირცხულავა (”ბენფიკა”, პორტუგალია), ნიკა აფაქიძე (ზუგდიდის ”ბაია”), ბესიკ ამაშუკელი (თბილისის ”ოლიმპი”), თორნიკე ჯიმშელეიშვილი (თბილისის ”ლოკომოტივი”), მამუკა კობახიძე (თბილისის ”საბურთალო”)

ნახევარმცველები: ლევან ელიზბარაშვილი (თბილისის ”ნორჩი დინამოელი”), ჯანიკო ანანიძე (”სპარტაკი”, რუსეთი), ნოშრევან ჯიშკარიანი (თბილისის ”ოლიმპი”), ნიკა ძალამიძე (ზუგდიდის ”ბაია”), კოტე გაბაშვილი (თბილისის ”ოლიმპი”)

თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე (თბილისის ”ნორჩი დინამოელი”), ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”, იტალია), დათა ხოჭოლავა (თბილისის ”საბურთალო”), გიორგი ჭანტურია (თბილისის ”საბურთალო”)