სიახლეები

საქართველოს ნაკრები ვიცე-გუბერნატორი სტუმრად ქარ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში მოსამზადებელ შეკრებას განაგრძობს - ჩვენი გუნდი თვის მიწურულს უნგრეთში, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.



საქართველოს ნაკრები ქალაქ ბად-ბლეიბერგშია დაბინავებული. გუშინ ჩვენი დელეგაცია მოინახულა კერტენის მხარის ვიცე-გუბერნატორმა გერჰარდ დოფლერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია ქართველთა სტუმრობით და ავსტრიელი ხალხის სახელით საქართველოს ამ მძიმე პერიოდში თანადგომა გამოუცხადა.



”ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუ ქართული გუნდების სტუმრობა კერტენის მხარეში უფრო გახშირდება. აქ ყოველთვის მოხარულნი ვიქნებით თქვენი სტუმრობით,” - განაცხადა გერჰარდ დოფლერმა.



გერჰარდ დოფლერმა საქართველოს ნაკრებს და დელეგაციის ხელმძღვანელებს სპორტული ინვენტარი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ სტუმრები სუვენირებით დაასაჩუქრა.



დღეს, თბილისის დროით 19.30 საათზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრა ჩაატარებს ავსტრიაში - გელა შეყილაძის გუნდის მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”კლაგენფურტი” იქნება.