გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა ჩაატარა - გელა შეყილაძის გუნდმა მასპინძელ უნგრეთთან ფრედ 2:2 ითამაშა.
საქართველოს ნაკრები ორჯერ იგებდა შეხვედრას: იტალიის ”ემპოლიში” მოთამაშე ირაკლი შეყილაძემ მე-20 წუთზე კონტრშეტევის შემდეგ, 8 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში, 53-ე წუთზე კი, მეკარესთან პირისპირ გასულმა, დაახლოებით 11 მეტრიდან მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი. უნგრელებმა 53-ე და 65-ე წუთებზე გაათანაბრეს - ორივე შემთხვევაში ნორბერტ ანგიალმა გამოიჩინა თავი.
ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინის გუნდს 2:1 სძლია.
ხვალ, 24 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ქალაქ ბუკში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
* * *
ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 22 სექტემბერი, 2008. უნგრეთი, სომბათჰეი, ”როჰონჩი უტი”. 1.500
უნგრეთი 2:2 საქართველო
გოლები: 0:1 ი.შეყილაძე (20), 1:1 ნ.ანგიალი (52), 1:2 ი.შეყილაძე (53), 2:2 ნ.ანგიალი (65)
უნგრეთი: რ.ამბრუსიჩი, მ.კალაში, მ.იზგინი, კ.ოტიგბა, მ.ფარკაში, დ.კელემენი, ა.შაკალი (ი.კოვაჩი 52), მ.სკრიბა, შ.პონჩოკი, ბ.გიურიანი (მ.მაგოში 46), ნ.ანგიალი
მწვრთნელი: დიულა შივოცკი
საქართველო: გ.ნადირაძე, ბ.ამაშუკელი (კ.გაბაშვილი 51), ბ.მირცხულავა, მ.ფუტკარაძე, ნ.აფაქიძე, ნ.კვეკვესკირი, ნ.ძალამიძე, ლ.ელიზბარაშვილი, ჯ.ანანიძე, ი.შეყილაძე, ლ.ჩაფიძე
მწვრთნელი: გელა შეყილაძე
გაფრთხილება: შ.პონჩოკი
მსაჯები: ა.ანგელოვი (ბულგარეთი); კ.სტოილოვი (ბულგარეთი), რ.ჯინგულეაკი (რუმინეთი)
გაუზიარე