სიახლეები

ევრო 2009-ის შესარჩევი ტურნირი ბოსნია 0:1 საქართ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობა 27 მაისს, ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან მატჩით დაასრულა - გელა შეყილაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს 1:0 სძლიეს.



გამარჯვების გოლი ნიკა ძალამიძემ მე-19 წუთზე გაიტანა ირაკლი შეყილაძის პასით. ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩეხეთისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა უნგრელებთან ფრედ 2:2 ითამაშეს, მეორე ტურში კი ჩეხეთთან 2:3 დამარცხდნენ.