სიახლეები

საქართველოს ნაკრები გელა შეყილაძის გუნდი ელიტ-რა

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გელა შეყილაძე წვრთნის, გაისად გაზაფხულზე ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.



გელა შეყილაძის გუნდმა 23-29 სექტემბერს შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. დღეს დასრულდა ყველა, 13 შესარჩევი ჯგუფის მატჩები და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებმა ელიტ-რაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნის რანგში გააღწია. საქართველო ერთ-ერთია ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის, რომელიც გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში იასპარეზებს - მეორე ყაზახეთია.



ელიტ-რაუნდის წილისყრა 4 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგება, ჯგუფის მატჩები კი მარტში გაიმართება.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის დაარსების შემდეგ, პირველად მოიპოვა ამ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.



ევროპის 2009 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. მატჩები 6-18 მაისს გაიმართება.