საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1992 წელს და შემდეგ დაბადებული) გაისად, გაზაფხულზე ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს.
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ელიტ-რაუნდის წილისყრა შედგა. ჩვენი გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი გელა შეყილაძე გახლავთ, 20-25 მარტს ავსტრიაში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებები იქნებიან.
ევროპის 2009 წლის ჩემპიონატი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის 6-18 ივნისს გერმანიაში გაიმართება.
გაუზიარე