სიახლეები

საქართველოს ნაკრები ხუთი საწვრთნელი შეკრება

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1992 წელს და შემდეგ დაბადებულები) 2009 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს. გელა შეყილაძის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.



2 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც 3 და 5 თებერვალს მასპინძელთა 17-წლამდელთა გუნდთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.



6 თებერვალს გელა შეყილაძის გუნდი ხორვატიაში გადაინაცვლებს, სადაც 8 და 10 თებერვალს ასევე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან.



26 და 28 თებერვალს ასევე ორი ამხანაგური თამაშია დაგეგმილი აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებთან, თუმცა სად გაიმართება ეს მატჩები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.



9 მარტიდან ჩვენი ფეხბურთელები ლუქსემბურგში გაემგზავრებიან საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც 11 მარტს მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.



12 მარტიდან საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გადაინაცვლებს და 15 მარტს ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება, ხოლო 20 მარტს ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას ჩაატარებს: ჩვენი გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. 22 მარტს გელა შეყილაძის გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდება, 25 მარტს კი იტალიელ თანატოლებს გაეჯიბრება.