სიახლეები

ამხანაგური მატჩი სლოვენია 0:1 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ კოპერში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 41-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ გაიტანა: ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და შორიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი.



გელა შეყილაძის გუნდმა დღეს ამ შემადგენლობით იასპარეზა: კ.მეშველიანი, ნ.კვეკვესკირი, ბ.მირცხულავა, ც.ხარაბაძე, ლ.ელიზბარაშვილი, ნ.ძალამიძე (ბ.დეკანოიძე 78), გ.კუხიანიძე (დ.კუბლაშვილი 80), გ.ჩელებაძე (მ.ლორია 70), გ.ჭანტურია (ა.სირბილაძე 57), ლ.ჩაფიძე (დ.ხოჭოლავა 67). მსაჯმა ჩვენი გუნდის სამი ფეხბურთელი გააფრთხილა: ჭანტურია, კუხიანიძე და ხოჭოლავა.



ხვალ საქართველოს ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრება და 8 და 10 თებერვალს ქალაქ უშაგში ორ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან.



შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ეს გუნდები კოპერში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გელა შეყილაძის ნაკრები 2:3 დამარცხდა. იმ მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამ შემადგენლობით იასპარეზა: გ.აზნიაშვილი, ნ.კვეკვესკირი, მ.კობახიძე, ბ.მირცხულავა, ნ.აფაქიძე (ც.ხარაბაძე 73), ლ.ელიზბარაშვილი, ა.სირბილაძე (დ.ხოჭოლავა 70), ნ.ძალამიძე, გ.კუხიანიძე (გ.ჩელებაძე 73), ბ.დეკანოიძე (გ.ჭანტურია 50), ლ.ჩაფიძე. გოლები ნიკა ძალამიძემ (15წთ) და ლაშა ჩაფიძემ (35წთ) გაიტანეს.