სიახლეები

ამხანაგური მატჩი ხორვატია 0:0 საქართველო

გაუზიარე

გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ უშაგში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ფრედ 0:0 ითამაშა. ხვალ ეს გუნდები უშაგში მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.



გელა შეყილაძის გუნდმა ხორვატების წინააღმდეგ ამ შემადგენლობით იასპარეზა: კ.მეშველიანი, მ.კობახიძე, ბ.მირცხულავა, ც.ხარაბაძე (ნ.კვეკვესკირი 65), ნ.აფაქიძე, გ.ჩელებაძე (გ.ჭანტურია 71), ლ.ელიზბარაშვილი, ნ.ძალამიძე, გ.კუხიანიძე, დ.ხოჭოლავა (ა.სირბილაძე 45), ლ.ჩაფიძე



თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში ჩაფიძეს მეკარემ აჯობა, მეორე ნახევარში კი სირბილაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბოლო წამს მის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეფარა.



შეხვედრის 25-ე წუთზე ადგილობრივმა მსაჯმა დათი ხოჭოლავა გააფრთხილა.