სიახლეები

ევრო 2009-ის ელიტ-რაუნდი საქართველოს ნაკრების შე

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თვის მიწურულს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს: 20 მარტს ქართველი ჭაბუკები შოტლანდიას გაეჯიბრებიან, 22 მარტს ელიტ-რაუნდის მასპინძელ ავსტრიის ნაკრებს, 25 მარტს კი იტალიელებს დაუპირისპირდებიან.



ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ დღეს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ ელიტ-რაუნდში:



მეკარეები: 1.გიორგი აზნიაშვილი (”ნორჩი დინამო”), 12.კახა მეშველიანი (”ზესტაფონი”)

მცველები: 2.ცოტნე ხარაბაძე (”ტორპედო”), 3.ბაქარ მირცხულავა (”ბენფიკა”, პორტუგალია), 4.მამუკა კობახიძე (”საბურთალო”), 5.ავთანდილ ბრაჭული (”დუშეთი”), 14.ნიკა კვეკვესკირი (”ბაია”), 15.ნიკა აფაქიძე (”ბაია”), 16.ლევან საბაძე (”დინამო თბილისი”)

ნახევარმცველები: 6.ლევან ელიზბარაშვილი (”ნორჩი დინამო”), 7.ნიკა ძალამიძე (”ბაია”), 8.გიორგი კუხიანიძე (”ტორპედო”), 9.ჯანიკო ანანიძე (”სპარტაკი”, რუსეთი), 13.გიორგი ჩელებაძე (”დინამო ბათუმი”)

თავდამსხმელები: 10.ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”, იტალია), 11.ლაშა ჩაფიძე (”ნორჩი დინამო”), 17.ბესიკ დეკანოიძე (”ჩიხურა”), 18.გიორგი ჭანტურია (”ბარსელონა”, ესპანეთი)



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა 2007 წლის დეკემბრიდან დაიწყო. განვლილი პერიოდის მანძილზე საერთო ჯამში 3.085 ფეხბურთელი გაისინჯა: 1992 წელს დაბადებული 1.298, და 1993 წელს დაბადებული 1.787 ყმაწვილი. გუნდმა რამდენიმე საწვრთნელი შეკრება გაიარა და 15 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა.



შარშან, უნგრეთში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ჩატარდა მორიგი სელექცია: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში, ხორვატიასა და აზერბაიჯანში 6 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 59-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ხსენებული 18 მოთამაშე შეირჩა.



გელა შეყილაძის გუნდი 9 მარტს ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც 11 მარტს მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრება, 12 მარტს კი ავსტრიაში გადაინაცვლებს, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, შემდეგ კი ელიტ-რაუნდშიც ჩაებმება.



ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის საგზურს ელიტ-რაუნდის გამარჯვებული დაეუფლება, ფინალური ტურნირი კი 6-18 მაისს გერმანიაში გაიმართება.