დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანის შანსი ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ: მეორე ნახევარში გია ჭანტურიამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. პირველ ნახევარში ავსტრიელებმა საჯარიმოში ირაკლი შეყილაძის წინააღმდეგ იუხეშეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში ასპარეზობას 25 მარტს დაასრულებს იტალიასთან პაექრობით - აპენინელებმა პირველი ორი შეხვედრა მოიგეს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
* * *
ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. 22 მარტი, 2009. ავსტრია, ბად ვალტერსდორფი, ”ბად ვალტერსდორფი”. 850
ავსტრია 3:0 საქართველო
გოლები: 1:0 კნასმიულერი (35, პენ), 2:0 ჯირიჩი (60), 3:0 ალბა (68)
საქართველო: კ.მეშველიანი, ც.ხარაბაძე, მ.კობახიძე, ბ.მირცხულავა, ნ.აფაქიძე, ლ.ელიზბარაშვილი, ლ.საბაძე (ნ.ძალამიძე 56), გ.ჩელებაძე, გ.ჭანტურია, ბ.დეკანოიძე (ლ.ჩაფიძე 41), ი.შეყილაძე (ჯ.ანანიძე 41)
მწვრთნელი: გელა შეყილაძე
მსაჯები: კ.პისანი (მალტა); ე.სპიტერი (მალტა), ს.მილუტინოვიჩი (სერბეთი)
გაუზიარე