სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო 3:1 ესტონეთი

გაუზიარე

გუშინ საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კვლავ 3:1 გაიმარჯვა. მასპინძელთაგან დუბლი კოშაძემ შეასრულა. ქართველთა მესამე გოლი მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ ჭანტურიამ შეაგდო.



სტუმრების ერთადერთი წარმატება ავტოგოლის შედეგი იყო. ბურთი შემთხვევით დოლიძეს მოხვდა და ლეგაშვილის კარში აღმოჩნდა.



ამხანაგური მატჩი. 28 ივლისი, 2009. საქართველო, თბილისი, მიხეილ მესხის ეროვნული სტადიონი. 1500.

საქართველო 3:1 ესტონეთი

გოლები: 1:0 კოშაძე (10); 1:1 დოლიძე (29-ა.გ); 2:1 კოშაძე (24); 3:1 ჭანტურია (38)

საქართველო: ლეგიაშვილი; ზარნაძე; გაგნიძე; დოლიძე; ტვილდიანი; კოშაძე (არველაძე 65); ხუბუა (მოგელაძე 55), ყაზაიშვილი, ხოჭოლავა (სხირტლაძე 52) ჭანტურია; ხარლამოვი (პარუნაშვილი 36)

მწვრთნელი: გ. დევდარიანი

არბიტრი: გ.ყრუაშვილი