დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ პალანგაში, საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა: ჩვენი გუნდის და ლატვიის ნაკრებთა დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.
თამაშის დიდი ნაწილი გიორგი დევდარიანის გუნდმა 10 ფეხბურთელით ჩაატარა: მე-12 წუთზე მსაჯმა უხეში თამაშის გამო მინდვრიდან გააძევა დათა ხოჭოლავა, რომელმაც საწყის წუთებში იაქტიურა და მეტოქის კარის ძელიც შეაზანზარა.
მატჩი ქართველი ყმაწვილების უპირატესობით წარიმართა: გოლის გატანის კარგი შანსები ვერ გამოიყენეს ვაკო ყაზაიშვილმა, ლევან კოშაძემ, დავით სხირტლაძემ. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ლატვიელთა კარის ძელს მოხვდა.
ხვალ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელარუს თანატოლებს გაეჯიბრება.
18 აგვისტო, 2009. საერთაშორისო ტუნირი. ლიტვა, პალანგა, ”კრეტინგოსი”. 50
ლატვია 0:0 საქართველო
საქართველო: დ.ლეგაშვილი, რ.მაჭავარიანი, გ.გაგნიძე, ო.დოლიძე, ა.ტვილდიანი, გ.ხუბუა, ვ.ყაზაიშვილი, ლ.კოშაძე, კ.ზარნაძე (ლ.არველაძე 55), დ.სხირტლაძე (ს.ქავთარაძე 70), დ.ხოჭოლავა
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: რ.მაჭავარიანი
გაძევება: დ.ხოჭოლავა (12)
გაუზიარე