ლატვიის ქალაქ რიგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ცამეტწლამდელთა ნაკრები გუნდი.
ჩვენი ნაკრები ზედიზედ სამი მოგებით ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ტალინის გუნდს 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა.
რიგის საერთაშორისო ტურნირში 6 ქვეყნის: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, საქართველო - 8 გუნდი მონაწილეობს.
31 იანვარს, თბილისის დროით 12 საათზე საქართველოს ნაკრები იტალიის კიევოს დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგა
გაუზიარე