საქართველოს U13 ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ „ლეიპაიას თასზე“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
ჩვენმა გუნდმა ლიტვის ჩემპიონი „ჯოგელაისი“ გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
გოლები ვატო არველაძემ, გიორგი ჯობავამ, ლუკა ვარძელაშვილმა, რატი კაკიაშვილმა და ნიკა ლაშხიამ გაიტანეს. ლაშხიამ ამ თამაშში დუბლი შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი დღესვე რიგის „ალბერტისთან“ გამართავს.
ეროვნული ლიგა
გაუზიარე