სიახლეები

პოლონური გუნდი 6:1 დაამარცხეს

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ლიეპაიეს თასზე“ ნოდარ აკობიას შეგირდებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი პოლონეთის „იაგელონიასთან“ გამართეს და ანგარიშით 6:1 გაიმარჯვეს.

გოლები გაიტანეს: დიმიტრი თუთბერიძემ, გიორგი ბერიძემ, გიორგი ჯობავამ, ნიკა ქორიძემ (პენალტი), ნიკა ლაშხიამა და გიორგი წივილაშვილმა.

დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი რიგის სკონტოსთან გამართავს. თუმცა უკვე ახლა, აქამდე ნაჩვენები შედეგითაც საქართველოს U13 ნაკრებს ნახევარფინალში ასპარეზობა გარანტირებული აქვს.