საქართველოს ჩემპიონატი რუსთავის ”ოლიმპის” გამარჯვებით დასრულდა: პირველობის უკანასკნელ ტურში რუსთაველებმა სტუმრად 4:2 დაამარცხეს ქუთაისის ”ტორპედო” და პირველად მოიგეს უძლიერესის ტიტული!
რუსთავის ”ოლიმპი” მეხუთე კლუბია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მანამდე ოქროს მედლებს თბილისის ”დინამო”, ქუთაისის ”ტორპედო”, თბილისის ”ვიტ ჯორჯია” და ბოლნისის ”სიონი” დაეუფლნენ.
მეორე ადგილზე საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის ”დინამო” გავიდა, პირველობის ბრინჯაოს მედლებს კი ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელი თბილისის ”ამერი” დაეუფლა. ცნობისათვის: 26 მაისს ”ამერი” ზედიზედ მეორედ ითამაშებს თასის ფინალში - ზესტაფონის ”ზესტაფონს” დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული თბილისის ”დინამოს” ფორვარდმა სანდრო იაშვილმა მოიპოვა - მეტოქეთა კარში მან 21 გოლის გატანა მოახერხა.
ეროვნული ლიგა
გაუზიარე