საქართველოს XX ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ” პირველობა გაინაღდა. თბილისურმა კლუბმა საქართველოს უძლიერესი გუნდის სახელი 2004 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
ნესტორ მუმლაძის გუნდმა ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად 4:3 დაამარცხა ბოლნისის ”სიონი” და რადგან მთავარი მეტოქე თბილისის ”დინამო” ზუგდიდში ”მგლებთან” 0:1 დამარცხდა, პირველობის დასრულებამდე ტურით ადრე მდევრისთვის მიუწვდომელი შეიქნა.
თბილისის ”დინამოს” და ქუთაისის ”ტორპედოს” შემდეგ ”ვიტ ჯორჯია” მესამე კლუბია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მინიმუმ ორჯერ მოიპოვა: დინამოელებმა ამ წარმატებას 13-ჯერ მიაღწიეს, ქუთაისელებმა კი 3-ჯერ. პირველობა თითოჯერ მოიგო ბოლნისის ”სიონმა” და რუსთავის ”ოლიმპმა”.
საქართველოს ჩემპიონები: 1990 – ”იბერია” (თბილისი; შემდგომში ”დინამო”); 1991 – ”იბერია” (თბილისი; შემდგომში ”დინამო”); 1992 – ”იბერია” (თბილისი; შემდგომში ”დინამო”); 1993 – ”დინამო” (თბილისი); 1994 – ”დინამო” (თბილისი); 1995 – ”დინამო” (თბილისი); 1996 – ”დინამო” (თბილისი); 1997 – ”დინამო” (თბილისი); 1998 – ”დინამო” (თბილისი); 1999 – ”დინამო” (თბილისი); 2000 – ”ტორპედო” (ქუთაისი); 2001 – ”ტორპედო” (ქუთაისი); 2002 – ”ტორპედო” (ქუთაისი); 2003 – ”დინამო” (თბილისი); 2004 – ”ვიტ ჯორჯია” (თბილისი); 2005 – ”დინამო” (თბილისი); 2006 – ”სიონი” (ბოლნისი); 2007 – ”ოლიმპი” (რუსთავი); 2008 – ”დინამო” (თბილისი); 2009 – ”ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
ეროვნული ლიგა
გაუზიარე