დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე იმ კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს XXI ჩემპიონატში იასპარეზებენ.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს XXI ჩემპიონატში 10 კლუბი იასპარეზებს: თბილისის ”ვიტ ჯორჯია”, თბილისის ”დინამო”, რუსთავის ”ოლიმპი”, ზესტაფონის ”ზესტაფონი”, ბოლნისის ”სიონი”, თბილისის ”ლოკომოტივი”, გაგრის ”გაგრა”, ცხინვალის ”სპარტაკი”, სამტრედიას ”სამტრედია”. ზუგდიდის ”მგლები” და ”ბაია” გაერთიანდა - გუნდი ”ბაიას” სახელით იასპარეზებს.
საქართველოს XXI ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდება. უმაღლესი ლიგის კლუბების დუბლშემადგენლობებს შორის ჩემპიონატი კი 3-წრიანი იქნება.
ცვლილებებია I ლიგაშიც: ყველა კლუბი ერთ ზონაში იასპარეზებს - აღმოსავლეთის და დასავლეთის ზონები აღარ იქნება.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ”ყაზბეგის” გათამაშების 1/16 და 1/8 ფინალური ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.
ეროვნული ლიგა
გაუზიარე