სიახლეები

საქართველოს თასი ”ამერი” 1:0 ”ზესტაფონი”

გაუზიარე

26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ”ყაზბეგის” გათამაშების ფინალში თბილისის ”ამერმა” 1:0 დაამარცხა ზესტაფონის ”ზესტაფონი” და მეორედ აღმართა ჯილდო. ერთადერთი გოლი თბილისელთა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა 61-ე წუთზე გაიტანა.



”ამერი” და ”ზესტაფონი” ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საქართველოს თასის ფინალში. შარშან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ”ამერმა” იმარჯვა.



თბილისური კლუბისთვის ბოლო ერთ წელიწადში ეს მესამე ტიტულია: 2006 წელს ”ამერმა” პირველად მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი. ახლახანს დასრულებულ ეროვნულ ჩემპიონატში ”ამერი” მესამე ადგილზე გავიდა...



პირველად საქართველოს თასის ფინალების ისტორიაში, გადამწყვეტ შეხვედრას უცხოელი მსაჯები - თურქი არბიტრები მოემსახურნენ. გარდა ამისა, სიახლე იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული წინასამატჩო შოუ და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ცნობისათვის: ფინალს 25 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ბოლო წლებში საუკეთესო მაჩვენებელია.



* * *



საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ”ყაზბეგის” გათამაშების ფინალი. 26 მაისი, 2007. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 25.000

”ამერი” (თბილისი) 1:0 ”ზესტაფონი” (ზესტაფონი)

გოლი: 1:0 დ.ტატანაშვილი (61)

”ამერი: ზურაბ ქვაჩახია, გივი დიდავა, გიორგი დავითნიძე (კაპ), ვახტანგ ხვადაგიანი, თენგიზ ჩიკვილაძე, გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კაკაშვილი 86), დენის დობროვოლსკი, დავით ბოლქვაძე (მიხეილ მესხი 69), გიორგი დეკანოსიძე, სულიკო დავითაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი (ბესიკ ჩიმაკაძე 72)

მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე

”ზესტაფონი”: გრიგოლ ჭანტურია, ედიკ საჯაია, სევასტი თოდუა (გოგი ფიფია 66), შალვა ღონღაძე, კახა ჩხეტიანი (კაპ) (გიორგი ჩხეტიანი 71), ჟონატას ტორესი, პოლ-ულრიხ კესანი, გომეს-ჟილვან ვიეირა, გიორგი ჭელიძე, როინ ონიანი, ზურაბ იონანიძე

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

გაფრთხილება: გ.დავითნიძე, თ.ჩიკვილაძე, გ-ჟ.ვიეირა, მ.მესხი, ზ.ქვაჩახია, რ.ონიანი

მსაჯი: ჟუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

თანამსაჯები: ბაჰათინ თურანი (თურქეთი), ჯემ სათმანი (თურქეთი)

მეოთხე მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

მსაჯთა დამკვირვებელი: ნოდარ კაკულია

მატჩის დელეგატი: პაატა ბურჯალიანი



* * *



საქართველოს თასის მფლობელები



1990 - ლანჩხუთის ”გურია”; 1992 - თბილისის ”დინამო”; 1993 - თბილისის ”დინამო”; 1994 - თბილისის ”დინამო”; 1995 - თბილისის ”დინამო”; 1996 - თბილისის ”დინამო”; 1997 - თბილისის ”დინამო”; 1998 - ბათუმის ”დინამო”; 1999 - ქუთაისის ”ტორპედო”; 2000 - თბილისის ”ლოკომოტივი”; 2001 - ქუთაისის ”ტორპედო”; 2002 - თბილისის ”ლოკომოტივი”; 2003 - თბილისის ”დინამო”; 2004 - თბილისის ”დინამო”; 2005 - თბილისის ”ლოკომოტივი”; 2006 - თბილისის ”ამერი”; 2007 - თბილისის ”ამერი”