სიახლეები

საქართველოს თასი. ფინალი ”დინამო” (თბილისი) 1:1

გაუზიარე

30 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ”ყაზბეგის” გათამაშების ფინალში თბილისის ”დინამომ” პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის ”ოლიმპი” და მეცხრედ მოიპოვა ქვეყნის თასი. თავის მხრივ, რუსთაველებმა პირველად ითამაშეს გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში.



უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თბილისელებმა გახსნეს 79-ე წუთზე: გია ნერგაძემ კუთხურის შემდეგ ზუსტი დარტყმით გაიტანა ბურთი რუსთაველთა მარცხენა დაბალ კუთხეში - 1:0.



ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე დინამოელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ: გურამ კაშიამ გიორგი ჭელიძე წესების დარღვევით შეაჩერა და წითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო დარტყმა ”დინამო თბილისის” ექს-ფეხბურთელმა გია მეგრელაძემ შესანიშნავად გამოიყენა - ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.



მეტი გოლი არ გასულა და პენალტების სერიაც დაინიშნა: 2006 წლის შემდეგ პირველად, საერთოდ კი მეხუთედ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: რუსთაველებმა 4 პენალტიდან ერთიც ვერ გაიტანეს: პირველი ორი დარტყმა დინამოელთა მეკარე გიორგი ლორიამ მოიგერია, მომდევნო ორი კი ფეხბურთელებმა კარს ააცილეს. თავის მხრივ, თბილისელებმაც ვერ გამოიყენეს ორი დარტყმა: კოშკაძეს მეკარემ აჯობა, ტომიჩმა კი კარს ააცილა. სამაგიეროდ, თბილისელებმა პირველი ორი ცდა ხელიდან არ გაუშვეს: ნერგაძემ და ხმალაძემ აჯობეს მეკარეს...



”დინამო თბილისი” საქართველოს თასს 2004 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა.



საქართველოს თასის ფინალი. 30 მაისი, 2009. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 13.000

”დინამო” (თბილისი) 1:1 (პენ 2:0) ”ოლიმპი” (რუსთავი)

გოლები: 1:0 გ.ნერგაძე (79), 1:1 გ.მეგრელაძე (89)

პენალტები: 1:0 გ.ნერგაძე, 1:0 რ.ონიანი (მეკარე), 2:0 ლ.ხმალაძე, 2:0 გ.ჭელიძე (მეკარე), 2:0 ა.კოშკაძე (მეკარე), 2:0 გ.ფიფია (ააცილა), 2:0 დ.ტომიჩი (ააცილა), 2:0 თ.ჩიკვილაძე (ააცილა)

”დინამო”: გ.ლორია, გ.თომაშვილი, გ.კაშია, გ.ნერგაძე, ლ.ხმალაძე, შ.კაშია, ვ.ნემსაძე (დ.ტომიჩი 119), დ.დიღმელაშვილი, ა.კოშკაძე, გ.მერებაშვილი (ლ.კაკუბავა 89), დ.ჯიუსი (ჟ.აკირემი 86)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

”ოლიმპი”: მ.ალავიძე, თ.ღონღაძე, მაჭავარიანი, გ.ონიანი, რ.აკუასაგა, გ.ხუბუა (თ.ჩიკვილაძე 72), გ.სეთურიძე, დ.დობროვოლსკი, შ.ბაბუნაშვილი (გ.ფიფია 86), გ.ჩხეტიანი (გ.ნოდ.ჭელიძე 88), გ.მეგრელაძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: მ.ალავიძე, გ.მერებაშვილი, გ.მეგრელაძე, დ.დიღმელაშვილი

გაძევება: გ.კაშია (89)

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, გ.ჩიგოგიძე; დ.ხარიტონაშვილი



საქართველოს თასის მფლობელები:

1990 – ”გურია” (ლანჩხუთი); 1992 – ”იბერია” (თბილისი; შემდგომში ”დინამო”); 1993 – ”დინამო” (თბილისი); 1994 – ”დინამო” (თბილისი); 1995 – ”დინამო” (თბილისი); 1996 – ”დინამო” (თბილისი); 1997 – ”დინამო” (თბილისი); 1998 – ”დინამო” (ბათუმი); 1999 – ”ტორპედო” (ქუთაისი); 2000 – ”ლოკომოტივი” (თბილისი); 2001 – ”ტორპედო” (ქუთაისი); 2002 – ”ლოკომოტივი” (თბილისი); 2003 – ”დინამო” (თბილისი); 2004 – ”დინამო” (თბილისი); 2005 – ”ლოკომოტივი” (თბილისი); 2006 – ”ამერი” (თბილისი); 2007 – ”ამერი” (თბილისი); 2008 – ”ზესტაფონი” (ზესტაფონი); 2009 – ”დინამო” (თბილისი)