სიახლეები

ქეცბაიამ ნაკრებში კოშკაძეს უხმო

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 11 აგვისტოს მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ალექსანდრე კოშკაძეს უხმო. თბილისის "დინამოს" სფფ–ს ტექნიკურმა დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა  კოშკაძის ნაკრებში გამოძახების ოფიციალური შეტყობინება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 აგვისტოს გაემგზავრება მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს.