სიახლეები

გაბელიამ თურქული მატჩისათვის 20 ფეხბურთელს უხმო

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ქალაქ საქარიაში,  ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კიდევ ერთ მატჩს  თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინაღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 9 სექტემბერს გამართულ საშინაო მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 4 უპასუხი გოლი გაუტანა.

განმეორებითი მატჩისათვის საქართვლოს ახალგაზრდულ ნაკრებში  მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ გაბელიამ 20 ფეხბურთელი გამოიძახა:

 

 

 

 

 

 

 

1.       როინ კვასხვაძე

2.       გიორგი ბახტაძე

3.       გულვერდ თომაშვილი

4.       ლევან კაკუბავა

5.       ლაშა თოთაძე

6.       გიორგი გურული

7.       ნიკა კვეკვესკირი

8.       მურთაზ დაუშვილი

9.       გიორგი რეხვიაშვილი

10.    გიორგი ივანიშვილი

11.    თორნიკე ოქრიაშვილი

12.    ნიკა ძალამიძე

13.    თემურ შარაშენიძე

14.    გიორგი ჭედია

15.    გიორგი განუგრავა

16.    ირაკლი კლიმიაშვილი

17.    ლუკა გუგუჩია

18.    ლევან მჭედლიძე

19.    მათე ვაწაძე

20.    რევაზ ბარაბაძე

საქართველოს ნაკრები თურქეთში 2 სექტემბერს გაემგზავრება.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 4 სექტემბერს, თბილისის  დროით 19:00 საათზე, ათა თურქის სახელობის სტადიონზე გაიმართება.