სიახლეები

მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანეს

გაუზიარე

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა, კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, ლიტვაში ,ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირ „პალანგის თასზე“ გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ჩვიდმეტწლამდელებმა პირველი შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.

მოლდაველების წინააღმდეგ  მთავარმა მწვრთნელმა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

 

 

 

 

1.       თებიძე

2.       მთივლიშვილი

3.       ცნობილაძე

4.       სანდუხაძე

5.       ჭიღვარია

6.       ჰუფნაგელი

7.       გოგიჩაიშვილი

8.       ჯავახიშვილი

9.       არაბული

10.    ფანცულაია

11.    სამუშია

შეცვლაზე შემოვიდნენ: გუდავაძე, როგავა, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, ხანთაძე.

გოლები: ჭიღვარია, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, დუბლი შეასრულა არაბულმა.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ თბილისის დროით 7 საათზე უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

სფფ–ს პრესსამსახური