სიახლეები

U13 ჩემპიონია!

გაუზიარე

საქართველოს U13 ნაკრები გუნდი ლატვიის საერთაშორისო ტურნირის "ლიეპაიას თასის" გამარჯვებული გახდა.

ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით გუნდმა მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და საფინალო მატჩში ადგილობრივ გუნდ "მეტალურგსთან" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ფინალურ შეხვედრაში გოლები ნიკა ლაშხიამა და ნიკა ქორიძემ (პენალტი) გაიტანეს.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ლატვიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული არალატვიური გუნდი გახდა. საქართველოს U13 ნაკრები გუნდი პირველი არალატვიური საფეხბურთო გუნდია, რომელმაც "ლეიპაიას  თასის" მოგება მოახერხა


შეგახსენებთ, რომ  „ლიეპაიეს თასის“გათამაშება 26 აგვისტოდან მიმდინარეობდა და მასში 9 ქვეყნის წარმომადგენელი 16 გუნდი მონაწილეობდა.


საქართველოს U13 ნაკრები სამშობლოში 30 აგვისტოს გამთენიისას დაბრუნდება.


სფფ-ს პრესსამსახური