"ლიეპაიას თასზე“ ნოდარ აკობიას შეგირდებმა დღეს ნახევარფინალური შეხვედრა ფინეთის გუნდ "ჰიკისთან" გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით - 6:0 გაიმარჯვეს.
გოლები აღნიშნულ მატჩში გაიტანეს: გიორგი ჯობავამ (დუბლი), ნიკა ქორიძემ, გიორგი ბერიძემ, დიმიტრი თუთბერიძემ და რატი კაკიაშვილმა.
დღესვე თბილისის დროით 15 საათზე ლიეპაიაში ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ნაკრები ადგილობრივ გუნდ "მეტალურგსთან" გამართავს.
სფფ–ს პრესსამსახური