ლატვიის ქალაქ ლიეპაიეში 26 აგვისტოდან 28 აგვისტომდე საერთაშორისო ტურნირი „ლიეპაიეს თასი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს U13 ნაკრები გუნდი იასპარეზებს.
„ლეიპაიას თასი“ ტრადიციულად ყოველი წლის აგვისტოს თვეში იმართება, წელს მასში 9 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ აკობიამ აღნიშნული საერთაშორისო ტურნირისათვის ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
1. ოთო გოშაძე – „საბურთალო“ თბილისი
2. სანდრო ბენდიანიშვილი – „ნორჩი დინამოელი“ თბილისი
3. გიორგი ადამია – „ოლიმპი“ თბილისი
4. გიორგი აბელაშვილი – „რუსთავი“ რუსთავი
5. ირაკლი კამლაძე – „ნორჩი დინამოელი“ თბილისი
6. გიორგი თვარაძე – „ოლიმპი“ თბილისი
7. ირაკლი კომახიძე – „ქობულეთი“ ქობულეთი
8. გიორგი ჯობავა – ნორჩი დინამოელი“ თბილისი
9. რატი კაკიაშვილი – „ნორჩი დინამოელი“ თბილისი
10. ნიკა ლაშხია – „ბაია“ ზუგდიდი
11. ბექა მიქელაძე – „ბაია“ ზუგდიდი
12. გიგა წურწუმია – „კოლხეთი“ ხობი
13. ვატო არველაძე – „35–ე სკოლა“ თბილისი
14. გიორგი ბერიძე – „ოლიმპი“ თბილისი
15. დიმიტრი თუთბერიძე – „ბაია“ ზუგდიდი
16. გიორგი წივილაშვილი – „ნორჩი დინამოელი“ თბილისი
17. გურამ გოშთელიანი – „ოლიმპი“ თბილისი
18. ნიკა ქორიძე – „35–ე სკოლა“ თბილისი
19. ლუკა ვარძელაშვილი – „ნორჩი დინამოელი“ თბილისი
პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს თბილისის დროით 12:30 სთ–ზე ადგილობრივ გუნდ „დაუგავასთან“ გამართავს.
სფფ–ს პრესსამსახური